Top
ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

მეტეხის კერამო ბლოკიარის საქართველოში მოქმედი კერამიკული სამშენებლო ბლოკების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 2018 წელს დაარსდა ესპანურქართული პარტნიორობის შედეგად. საწარმო მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში და ფუნქციონირებს ევროპული ტექნოლოგიისა და სტანდარტების შესაბამისად.

კომპანია სპეციალიზებულია ბუნებრივი თიხისგან დამზადებული კერამიკული ბლოკების წარმოებაში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი თბოიზოლაციით, ხმის იზოლაციით, ხანძარგამძლეობითა და ხანგრძლივი გამძლეობით. პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს.

ევროპული გამოცდილებისა და ქართული ნედლეულის სინთეზით, კომპანია მიზნად ისახავს სამშენებლო პროცესის გამარტივებას, დროისა და რესურსების ოპტიმიზაციას და ქართულ ბაზარზე ხარისხის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას.

ჩვენი ხედვა
ვქმნით თანამედროვე და ენერგოეფექტური მშენებლობის მომავალს საქართველოში, ევროპული სტანდარტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით. ჩვენი ხედვაა გავხდეთ ლიდერი კომპანია კერამიკული სამშენებლო ბლოკების წარმოებაში და დავნერგოთ ხარისხის ახალი სტანდარტი ბაზარზე.
მისია
ჩვენი მისიაა ბუნებრივი თიხისგან ეკოლოგიურად სუფთა და მაღალხარისხიანი კერამიკული ბლოკების წარმოება და მშენებლობის სტანტარტის შექმნა საქართველოში. ვცდილობთ გავამარტივოთ სამშენებლო პროცესი და შევთავაზოთ მომხმარებლებს საიმედო და ეფექტური გადაწყვეტილებები.
ღირებულებები
ჩვენი მთავარი ღირებულებებია ეფექტურობა, ხარისხი, მდგრადობა და პარტნიორობა. ჩვენ გთავაზობთ მასალებს, რომლებიც ამარტივებს მშენებლობას, ამცირებს დროსა და რესურსებს, რათა ჩვენმა კლიენტებმა მიაღწიონ მაქსიმალურ შედეგებს მინიმალური ძალისხმევით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ეკოლოგიურად სუფთა მშენებლობას, შევამციროთ ენერგიის მოხმარება და გარემოზე ზემოქმედება ჩვენი ენერგოეფექტური მასალებით.
2018
დაარსების წელი — კომპანია ფუნქციონირებს ესპანურ-ქართული პარტნიორობის საფუძველზე
100%
ეკოლოგიურად სუფთა წარმოება — არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს
EU
ევროპული ტექნოლოგია — წარმოება სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს
24/7
სტაბილური წარმოება და მიწოდება სამშენებლო სექტორისთვის

რატომ ჩვენ

„მეტეხის კერამო ბლოკი“ წარმოადგენს თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრიის მოთხოვნებზე მორგებულ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ევროპულ ტექნოლოგიასა და ქართულ ბუნებრივ რესურსებს. ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა, რომელიც უზრუნველყოფს შენობების გამძლეობასა და კომფორტს.

ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მუდმივად ვნერგავთ ინოვაციებს, რათა სამშენებლო პროცესი გახდეს უფრო ეფექტური, უსაფრთხო და ეკონომიური.

ტელეფონი
575 77 99 94
ელ-ფოსტა
metekhiceramoblock@gmail.com